ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში
25/06/2020 07:26:00 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. დღე –ღამის გამავლობაში სომხეთში დაავდებით 771 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ევროპის ხსნებულ სამივე ქვეყანაში ჯამში [იტალია –190, ესპანეთი –334 და საფრანგეთი – 81] – 605.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 397 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 22 488 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11 335 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


