სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 127 აქტიური შემთხვევაა
25/06/2020 07:27:27 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,მარინა ეზუგბაიას ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 127 აქტიური დადასტურებული შემთხვევაა.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 914 დადასტურებული შემთხვევა, ამ ჯერზეც დაგვემატა მხოლოდ 3 [პაციენტი] და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და გახდა 776. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს“,– განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია: 2 გახლავთ საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 1 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.


