სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია
25/06/2020 07:13:52 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
„რაც შეეხება 3 ახალ შემთხვევას, აქედან 2 გახლავთ საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვეს ცენტრში ასეთი მონაცემებია - შემოვიდა 2 ახალი პაციენტი და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი და დღევანდელი მონაცემებით, 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენთან შემოსული 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, როგორც შემოტანილი შემთხვევა რუსეთიდან არის, საკარანტინე სივრცეში იყო და იქ დაუდასტურდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


