Accentnews.ge
"თუ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილდებით, ჩათვალეთ, რომ ნასვამი ზიხართ საჭესთან"

"თუ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილდებით, ჩათვალეთ, რომ ნასვამი ზიხართ საჭესთან"

25/06/2020 07:06:49 მსოფლიო

ამერიკელი მედიკოსები პანდემიის პერიოდში პირბადის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოსახლოებას დახურულ სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

"ახლა გარეთ გამოსვლა პირბადის გარეშე იგივეა, რაც ნასვამმა მართო ავტომობილი. მაგალითად, თქვენ შეიძლება, ალკოჰოლმა არ გავნოთ, მაგრამ იმხვერპლოთ სხვა ადამიანი. მინდა, ეს ესმოდეს მოსახლეობას", –განაცხადა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯონათან რეინერმა.

ცნობისთვის: პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მატ შორის საქართველოშიც საჯარო სივრცეში გადაადგილებისას პირბადი ტარება სავალდებულოა. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის [რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა] შედეგების თანახმად, ფიზიკურ დისტანციასთან ერთად ახალი კორონავირუსით დაავადებით რისკს პირბადე და სახის ფარიც ამცირებს.

პირბადისა და რესპირატორის [მაგალითად, როგორიცაა N95 ტიპის რესპირატორი] გარეშე ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი 17.4%–ია, ხოლო ხსენებული დამცავი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – 3.1%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S