საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 776-მდე გაიზარდა
25/06/2020 06:09:44 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917 -ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


