Accentnews.ge
ტრამპი: "პოლონეთში დამატებით ძალებს სავარაუდოდ, გერმანიიდან გადავისვრით. ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია რუსეთისთვის"

ტრამპი: "პოლონეთში დამატებით ძალებს სავარაუდოდ, გერმანიიდან გადავისვრით. ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია რუსეთისთვის"

24/06/2020 20:29:10 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლონეთში დამატებით ამერიკულ ძალებს სავარაუდოდ, გერმანიიდან გადაისვრიან. ამის შესახებ ტრამპმა პოლონელ კოლეგა ანდჟეი დუდასთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ ერთობლივ დეკლარაციას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ახლა კი მოუთმენლად ველოდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას. პოლონეთმა მოგვმართა თხოვნით, ქვეყანაში დამატებითი ამერიკული კონტიგენტი განვათავსოთ. ისინი აპირებენ, ამისათვის გადაიხადონ და ჩვენ სავარაუდოდ, კონტინგენტის ნაწილს გერმანიიდან პოლონეთში გადავისვრით", – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული ნაბიჯი გარკვეული გზავნილი რუსეთისთვის, ტრამპმა შემდეგი განაცხადა: "ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია რუსეთისთვის".

დუდა ტრამპის განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ პოლონეთისა და აშშ–ის ახალი შეთანხმება მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის.

ცოტა ხნის წინ ტრამპმა გერმანია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას გეგმავს.

"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

ცნობისთვის: 2014 წელს ვარშავის სამიტზე, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩატარდა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე უნდა გაზარდონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S