Accentnews.ge
კალაძე  „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

კალაძე „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

24/06/2020 19:06:15 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიქ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში, ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ.

"თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში. ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები, თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე, რომ გვიყურეთ ხვალ 22:00საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S