თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
24/06/2020 19:16:01 საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ისინი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა არიან გადაყვანილი.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა თორნიკე რიჟამაძე ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული პაციენტების მდგომარება დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ.
„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა სამი პაციენტი, ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მამაკაცს მკერდის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, ერთ-ერთ ქალბატონს კი კისრის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა. მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და რამდენიმე საათში, დაკვირვების შემდეგ დატოვებენ კლინიკას“ - განაცხადა თორნიკე რიჟამაძემ.


