IMF-მა გლობალური რეცესიის პროგნოზი 3-დან 4.9%-მდე გაზარდა
24/06/2020 17:46:56 მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური რეცესიის პროგნოზი 4.9%–მდე გაზარდა. მანამდე, აპრილში გამოქვეყნებულ ეკონომიკური მიმოხილვაში IMF 3%-იან რეცესიას პროგნოზირებდა.
IMF მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის განახლებულ შეფასებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი მინუს 4%-ია. სწორედ მინუს 4% აქვს საქართველოს მთავრობასაც ეკონომიკური ვარდნის პროგნოზად აღებული.


