აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
24/06/2020 16:37:01 მსოფლიო
აზერბაიჯანში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავდებით 590 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა14 305 -ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 7 768 ადამიანი, ხოლო 174 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 479 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 350 000–ს გადააჭარბა, 4 047 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 914-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


