ხორვატია რიგი ქვეყნებიდან მოგზაურებისთვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს
24/06/2020 14:33:05 მსოფლიო
ხორვატია რიგი ქვეყნებიდან მოგზაურებისთვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ბალკანეთის ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ბოსნიისდან, კოსოვოდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ხორვატიაში ჩასული მოგზაურები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებლის მკვეთრად კლების გამო მაისში ხორვატიამ საზღვარი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გახსნა შემდეგ ქვეყნებთან: ავსტრია, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლიეტუვა, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ხორვატიაში Covid-19 2 388ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 გარდაიცვალა და 2 145 გამოჯანმრთელდა.


