Accentnews.ge
1 მილიონ მოსახლეზე Covid-19-ის შემთხვევების მაჩვენებლით სომხეთმა აშშ–ს გადაუსწრო

1 მილიონ მოსახლეზე Covid-19-ის შემთხვევების მაჩვენებლით სომხეთმა აშშ–ს გადაუსწრო

24/06/2020 13:57:18 მსოფლიო

1 მილიონ მოსახლეზე Covid-19-ის შემთხვევების მაჩვენებლით სომხეთმა აშშ–ს გადაუსწრო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში მილიონ მოსახლეზე 7 329 შემთხვევაა დადასტურებული, აშშ–ში კი – 7 326.

დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში Covid-19–ით 711 ადამიანი დაინფიცირდა და 14 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 717-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 10 797 ადამიანი, ხოლო 386 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 479 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 350 000–ს გადააჭარბა, 4 047 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 914-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S