სომხეთში დეპუტატს COVID-19 დაუდასტურდა: „წესებს სათანადოდ არ ვიცავდი"
24/06/2020 11:56:08 მსოფლიო
სომხეთში, მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატს ვიქტორ იენგიბარიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, - იუწყება ადგილობრივი მედია დეპუტატზე დაყრდნობით.
„სათანადოდ არ ვიცავდი წესებს. გთხოვთ, ატარეთ პირბადეები და დაიცავით ყველა წესი, ამით შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე იხსნათ,“- წერს დეპუტატი.
ცნობისათვის, გუშინ სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა ვაჰე ენფიაჯიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.


