„არ გადაეცეს მიწა რუსულ კომპანიას!“ – რუისელების პროტესტი თბილისში
24/06/2020 11:52:42 საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროსთან რუისელებმა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუისის სპორტული მოედნის რუსულ კომპანიაზე „ბიგ სერვის“ შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, მათ ქარელის მერია ყურადღებას არ უთმობს, ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ხმა ეკონომიკის სამინისტროს მიაწვდინონ.
„რუისის მოსახლეობის ნაწილი ჩამოვედით სამინისტროსთან, რომ არ გაყიდოს რუისის სპორტული მოედანი. ფართობი ქარელის მერიამ უკვე გაასხვისა, მაგრამ სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ ეს ქმედება აიკრძალა. მერიამ გასასხვისებლად სხვა გზა იპოვა და მოედანი ეკონომიკის სამინისტროს გადაუფორმა", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იგივე რუსულ კომპანიას მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა ქუთაისში:
„ფოტოებიგვაქვს გადაღებული: იმ მიწაზე, არაფერია გაკეთებული – საქონლის საძოვარია".


