ცნობილ ბათუმელ კუპატას „საქართველოს ბანკის“ კედელზე ხატავენ
24/06/2020 11:27:37 საზოგადოება
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ კედელზე ცნობილ ბათუმელ ძაღლს კუპატას ხატავენ.
ბათუმში, პარკის ტერიტორიასთან მობინადრე ქუჩის ძაღლი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აცილებს ძაღლი ბავშვებს ზებრაზე.
ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობდა.
გავრცელებული კადრების შემდეგ ის ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კუპატას საკუთარი სახლიც აუშენეს.
![]()


