Accentnews.ge
უკრაინაში საავადმყოფო დაიტბორა, სადაც COVID–19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ

უკრაინაში საავადმყოფო დაიტბორა, სადაც COVID–19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ

24/06/2020 11:20:27 მსოფლიო

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ გალიჩში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ,– იუწყება „უნიანი“.

გამოცემის ცნობით, საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყო, თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეტეოროლოგიური პირობების გამო უკრაინის დასავლეთით, ექვს ოლქში რთული მდგომარეობაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S