Accentnews.ge
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: "მართალია, ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი კვლავ ჩვენთანაა"

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: "მართალია, ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი კვლავ ჩვენთანაა"

24/06/2020 10:58:12 მსოფლიო

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ მიუხედავად კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელისა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს.

„თუ ვირუსისთვის საქმეს გავამარტივებთ, ის ძალიან სწრაფად გავრცელდება. ჩვენ ამას ვხედავთ არა მარტო გუეტერსლოში, არამედ გოტინგენში, ბრემენში, ეკლესიებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, ვირუსი კვლავ აქ არის და სწრაფად გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს", – განაცხადა იენს შპანმა.

გერმანიაში, გიუტერსლოს რაიონსა და ქალაქ ვარენდორფში საკარანტინო ზომები კვლავ აღადგინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S