Accentnews.ge
ბულგარეთი საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს

ბულგარეთი საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს

24/06/2020 10:00:24 მსოფლიო

ბულგარეთი საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კირილ ანანიევმა განაცხადა.

„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა გვაქვს, ამიტომ საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ვახანგრძლივებთ",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების ხელახლად დაწესება არ იგეგმება, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვასა და პირბადის გამოყენებაზე კონტროლი გაძლიერდება.

ბულგარეთში ბოლო პერიოდში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. . უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 114 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 208 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S