მოსკოვში ჩასული ყირგიზეთის პრეზიდენტი აღლუმს ვერ ესწრება
24/06/2020 09:29:14 მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მოსკოვში ჩავიდა, თუმცა ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს ვერ დაესწრება, რადგან თვითმფრინავში პრეზიდენტთან ერთად მყოფ ორ ადამიანს Covid-19 დაუდასტურდა, – იუწყება Reuters.
აღლუმს ასევე არ ესწრება თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. გამოცემის ინფორმაციით, თურქმენეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ თუ აღლუმზე ჩავიდოდა, მაშინ საკუთარი დაბადების დღის გატარება კარანტინში მოუწევდა.
მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, დღეს გაიმართება.


