Accentnews.ge
ტრამპი კორონავირუსისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

ტრამპი კორონავირუსისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

24/06/2020 09:21:11 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააჟღერა კორონავირუსისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა. “The Hill”-ის ცნობით, არიზონაში კონსერვატორ სტუდენტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ “COVID-19-ისთვის კიდევ 19-20 სახელწოდების მოფიქრებას შეძლებდა” და მაგალითად “ჩინური გრიპი”, “ვუჰანის ვირუსი” ან “კუნგ-ფლუ” მოიყვანა. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდობამ კი მას აპლოდისმენტებით დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ტერმინ “კუნგ-ფლუს” რასისტული უწოდეს, გაზეთმა “The Washington Post” კი ტრამპს “რასისტული სტერეოტიპების გამოყენებაში” დასდო ბრალი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტრამპი კორონავირუსის ჩინურ წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანალოგიური სიტყვით იგი 20 ივნისს ოკლაჰომაში, მხარდამჭერთა მიტინგზე გამოვიდა.

გარდა ამისა, იგი აქტიურად აკრიტიკებს ჩინეთსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას იმის გამო, რომ ვუჰანში ვირუსის აფეთქება გლობალურ პანდემიად იქცა.

ამ დღეებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, თვლის თუ არა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ტერმინს რასისტულად, თუმცა აღნიშნა, რომ “პრეზიდენტი იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ეპიდემიაზე პასუხისმგებელი პირები ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან”, — იუწყება ჟურნალი Politico.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S