Accentnews.ge
ყაზახეთის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ყაზახეთის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

24/06/2020 09:04:08 მსოფლიო

ყაზახეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა, - იუწყება „როიტერი“.

გამოცემის ცნობით, ქალაქების – ქოქშეთაუსა და სტეფნოგორსკის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყო. ორივე ქალაქში საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

ცნობისათვის: ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მაისის შუა რიცხვებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი გაუქმდა, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და 30 000-ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S