დიდუბის ბაზარში მოვაჭრე ქალის კონტაქტს COVID–19 დაუდასტურდა
24/06/2020 09:00:10 საზოგადოება
დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლუგარის ცენტრიდან, შუახნის ქალის კონტაქტების ნიმუშის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
40 წლამდე კაცს თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრციდან თბილისში გადაიყვანენ.
როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, როგორც თბილისში, ასევე ყარაჯალაში.
ცნობისთვის: შუახნის ქალს ახალი კორონავირუსი თელავში, სოფელ ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, 23 ივნისს დაუდასტურდა. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.


