Accentnews.ge
ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში თითქმის 9–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში თითქმის 9–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

24/06/2020 08:34:14 მსოფლიო

ბოლო 24 საათში Covid-19-ით უკრაინაში თითქმის 9–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში უკრაინაში 940 ადამიანი დაინფიცირდა, იტალიაში კი – 113.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19–მა 1051 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 39 014 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 17 409პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 479 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 350 000–ს გადააჭარბა, 4 047 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 914-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S