ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19–ით 711 ადამიანი დაინფიცირდა და 14 გარდაიცვალა
24/06/2020 08:00:19 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19–ით 711 ადამიანი დაინფიცირდა და 14 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 717-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 10 797 ადამიანი, ხოლო 386 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 479 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 350 000–ს გადააჭარბა, 4 047 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 914-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


