თეირანი ვაშინგტონისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
24/06/2020 07:57:12 მსოფლიო
თეირანი მზადაა აშშ–სთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებიდან გასვლის გამო ბოდიშს მოიხდის და ირანს ზარალს აუნაზღაურებს,– ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.


