"სახლში დარჩენით შეიძლება, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი არ იღლება, ავად გაგვხადოს"
24/06/2020 06:48:49 მსოფლიო
აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი დირექტორი ტომ ფრიდენი ქვეყნის ხელისუფლებას Covid-19-ის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებს და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, არ ვიკვლევთ ინფიცირებულის კონტაქტებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ფაქტიც სახეზეა. მაგალითად, სადღეისოდ აშშ–ში Covid-19–მა 120 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სამხრეთ კორეაში კი – 270. ისინი ყოველ შემთხვევას სიღრმისეულად იკვლევენ, მყისიერად ახდენენ ინფიცირებულის კონტაქტების იზოლაციას. მინდა, მოქალაქეებს სამი ძირითადი რეკომენდაციით მივმართო, ატარეთ ნიღბები, დაიბანეთ ხელები და დაიცავით სოციალური დისტანცია. ჩვენ სახლში დარჩენით შეიძლება, უკვე ძალიან დავიღალეთ, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი არ იღლება, ავად გაგვხადოს", – განაცხადა ფრიდენმა CNN–ის ეთერში.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 479 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 350 000–ს გადააჭარბა, 4 047 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 914-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


