საქართველოში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა 771-მდე გაიზარდა
24/06/2020 06:36:58 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულ პირთა საერთო რაოდენობა 771-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 914 შემთხვევაა რეგისტრირებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


