Accentnews.ge
ირანის საზღვართან თურქ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ორი ჯარისკაცი

ირანის საზღვართან თურქ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ორი ჯარისკაცი

24/06/2020 06:29:02 მსოფლიო

ირანის საზღვართან თურქ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს.

"სამხედროებს თურქეთის პროვინცია ჰაკარიში პატრულირების დროს საზღვრის ირანული მხრიდან ესროლეს. მომხდარს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა", – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს ვინ განახორციელა თავდასხმა.

ცნობისთვის: თურქეთი სირიისა და ერაყის საზღვართან ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლებს აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S