ამერიკელი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ აფეთქებას პროგნოზირებენ
24/06/2020 05:23:54 მსოფლიო
ამერიკელი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ისევ აქტიურად ვრცელდება და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ ახალი ეპიდაფეთქების შესაჩერებლად საჭირო ზომებს უნდა მიმართოს.
შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვითარება სამხრეთ და დასავლეთ შტატებში, მათ შორის ტეხასში, ფლორიდასა და არიზონაში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ამერიკის შტატების ნახევარზე მეტში. მიუხედავად ამისა, შტატების დიდი ნაწილი ჯერ–ჯერობით შეზღუდვების კვლავ შემორებას არ აპირებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19–მა 123 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 424 418 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 020 403 პირი.


