თურქეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 000–ს გადააჭარბა
23/06/2020 21:15:48 მსოფლიო
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოვლენილია ინფიცირების 1 268 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ჯამში თურქეთში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 190 165 შემთხვევა, მათგან 5 001 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 315-ით გაიზარდა და ჯამში 162 848-ს შეადგენს.


