Accentnews.ge
ტრამპი ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

ტრამპი ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

23/06/2020 18:29:57 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

„როდესაც მე დიდი ხნის წინ გამოვედი, ვთქვი, რომ ისინი ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ. ვთქვი, რომ ისინი იწერდნენ. აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა "სიბიენთან“ ინტერვიუში.

როგორც ტრამპი ამბობს, მისმა წინამორბედმა სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შეუწყო შეთქმულებას და მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ძირი გამოუთხარა. საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების გადასინჯვას.

ტრამპი ირწმუნება რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმე "ობამასა და მისი ადმინისტრაციის მიერ იყო გამოგონილი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S