Accentnews.ge
იენს სტოლტენბერგი: "მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება"

იენს სტოლტენბერგი: "მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება"

23/06/2020 17:58:50 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიოს გერმანიის მეტი ლიდერობა სჭირდება.

„ნატო-ს სჭირდება გერმანიის ლიდერობა. ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ გერმანიამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, რადგან ევროპის უდიდესი ეკონომიკაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელიც გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას ითვალისწინებს.

სტოლტენბერგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ოფიციალურ განცხადებამდე ესაუბრა და ევროპაში აშშ-ის ყოფნის შენარჩუნება ურჩია. ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას.

„გერმანია ამჟამად თავდაცვაში მნიშვნელოვნად მეტ ინვესტიციას აკეთებს: მას თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს ევროკავშირში, ხოლო მესამე – ნატო-ში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ", – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S