Accentnews.ge
რუსი მიტროპოლიტი პარიზში ქართული სამრევლოს გახსნაზე: "შეცდომა იყო”

რუსი მიტროპოლიტი პარიზში ქართული სამრევლოს გახსნაზე: "შეცდომა იყო”

23/06/2020 12:25:51 საზოგადოება

საქართველოს საპარტრიარქოს ცნობით, დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსს მმართველმა, დუბნინის მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ "არასოდეს ჰქონიათ განზრახვა, შეექმნათ ქართული სამრევლო თავიანთ სამთავარეპისკოპოსოში".

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და ძმაო თანამწირველო.

მივიღეთ თქვენი 2020 წლის 16 ივნისის წერილი და, გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩემი მოკრძალებული მოკითხვა გადასცეთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გარწმუნებთ, რომ არასოდეს გვქონია განზრახვა, შეგვექმნა ქართული სამრევლო ჩვენს სამთავარეპისკოპოსოში. არქიმანდრიტ იეროთეოსის პუბლიკაცია იყო შეცდომითი, რადგან ჩვენ მისთვის ასეთი მისია არ დაგვივალებია. მას ჰქონდა ნებართვა, ემსახურა მხოლოდ ჩვენს ერთ რომელიმე სლავურ სამრევლოში და ასევე მივეცით უფლება, ნაწილობრივ გამოეყენებინა თავისი მშობლიური ენაც თავისივე სიკეთისთვის. მან კი საკუთარი სოციალური ქსელი გამოიყენა სხვა მიზნებისთვის, მიგვიყვანა რა ამ სამწუხარო ინციდენტამდე, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ამავე დროს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში და გარწმუნებთ ჩემს ძმურ სიყვარულში.

გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას და დიდ სიხარულს თქვენს მღვდელმთავრულ მსახურებაში“, – ნათქვამია მიტროპოლიტ იოანეს წერილში.

ცნობისთვის: 16 ივნისს საქართველოს საპარტრიარქომ დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „პარიზში მართლმადიდებელი ეკლესიის გახსნა, რომელსაც სამთავარაეპისკოპოსოს იურისდიქციაში მყოფი ქართული ეროვნების მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იეროთეოზი უხელმძღვანელებს, ქართული მართმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S