თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
23/06/2020 07:52:07 საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში Covid-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შუახნის ქალს PCR ტესტზე ნიმუში აუღეს, რამაც დაავადებაზე დადებითი შედეგი აჩვენა. შუა ხნის ქალს ცოტა ხანში თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ.
ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მუშაობს სოფელ ყარაჯალაში. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოძიება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 911-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 768 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


