"3 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია"
23/06/2020 07:01:57 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია.
მისივე თქმით, შემოტანილი შემთხვევები სტუდენტებს უკავშირდება, რომლებიც სომხეთიდან დაბრუნდნენ და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ, ხოლო მესამე ინფიცირებულის წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 911-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 768 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


