საქართველოში COVID-19–ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
23/06/2020 06:15:11 საზოგადოება
საქართველოში COVID-19–ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში ახალი ვირუსის 911 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.
განახლებული მონაცემების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ცენტრები შვიდმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა და ჯამში ვირუსისგან განკურნებულ პირთა რაოდენობა 768-ს გაუტოლდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტია გარდაცვლილი.


