Accentnews.ge
ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

23/06/2020 05:23:17 საზოგადოება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის ცნობით, პაციენტი ე.წ. რობოტის მეშვეობით გადაადგილდება, თუმცა ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს მეტყველების ფუნქცია.

„რობოტით დადის, ჭამა დაიწყო, კიდურებს ამოძრავებს. სუნთქავს და ყლაპავს თავისით, რა თქმა უნდა. კომაში იყო და იმასთან შედარებით, დიდი პროგრესი აქვს. როდესაც რეანიმაციული ღონისძიებები დავამთავრეთ თურქეთი, ვგეგმავდით ევროპაში გადაყვანას, მოძებნილი გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა, მაგრამ ამ დროს დაემთხვა კარანტინი და კოვიდ 19-ის მოვლენები. ჩვენ არჩეული გვაქვს გერმანიაში ნომერ პირველი კლინიკა და რადგან საჰაერო საზღვრები გაიხსნა, უკვე ცოტნეს გერმანიაში გადაყვანის ამბავი წყდება“, - აცხადებს "ფორმულასთან" გამსახურდიას ცოლი.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი თურქეთში ხეჩინაშვილის კლინიკიდან მენინგიტითა და გართულებული ღრმა კომით გადაიყვანეს. ის 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული.

სასამართლომ გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს: ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S