Accentnews.ge
გამყრელიძის შეფასებით, საქართველოში არსებული ეპდვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა

გამყრელიძის შეფასებით, საქართველოში არსებული ეპდვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა

22/06/2020 11:13:01 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში.

როგორც გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი მიმდინარეობს.

„კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა, “დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას?“ ჩემი პასუხი ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის, რა თქმა უნდა, იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს.

მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში... რადგან ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება ეს, მაგრამ ზოგადად სიტუიაცია არ მშვიდდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა წესი და რეკომენდაცია დაიცვან:

„მთელ რიგ ქვეყნებში შემსუბუქების პირობებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S