Accentnews.ge
გოფოძე  – COVID-19–ზე: „ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზეა“

გოფოძე – COVID-19–ზე: „ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზეა“

22/06/2020 10:39:35 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

„ერთი პერიოდი, ახალგახსნილზე [შეღუდვების მოხსნის] იყო შედარებითი მატება, რასაც მატებას ვერ დავარქმევთ. შემდგომში ისევ მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამჟამად არ იმატებს: ერთ და ორ შემთხვევას მატებას ვერ დავარქმევთ. მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია მიდის რეგრესის გზაზე“,- განაცხადა გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე ცნობით, ამჟამად კლინიკაში 18 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი რჩება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი ინფიცირებული პაციენტი გუშინ მიიღეს და ის მათ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის დედაა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში COVID-19–ის 908 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 761 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S