Accentnews.ge
3 ნივთი, რომლის გარეშეც სპეციალისტები მოქალაქეებს სახლიდან გასვლას არ ურჩევენ

3 ნივთი, რომლის გარეშეც სპეციალისტები მოქალაქეებს სახლიდან გასვლას არ ურჩევენ

22/06/2020 10:10:04 საზოგადოება

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სახლიდან შესაბამისად მომზადებული გავიდეს. აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, შინიდან გასვლისას მუდამ თან იქონიონ პირბადე, სველი ხელსახოცი და ხელის სადეზინფექციო საშუალება.

პირბადე მილიონობით ადამიანის ყოველდღიური მოხმარების საგანი უკვე გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და არაერთი ქვეყნის მთავრობის რეკომენდაციაა, რომ მოქალაქემ დახურულ საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისას პირბადე ატაროს. „კორონავირუსს შეუძლია, ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდეს ცემინების, ხველების და საუბრის დროსაც კი. ნიღბის ტარება კი Covid-19-ით ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებენ აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

რაც შეეხება სველ ხელსახოცსა და ხელის სადეზინფექციო ხსნარს, სპეციალისტების განცხადებით, ორივე კარგი საშუალებაა, როდესაც ადამიანი იმყოფება ისეთ ვითარებაში, რომ ხელის დაბანის საშუალება არ აქვს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 470 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000 000–ს გადააჭარბა, 4 842 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 908-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S