Accentnews.ge
სინოპტიკოსების ცხელ ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების ცხელ ამინდს პროგნოზირებენ

22/06/2020 07:56:50 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი: ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S