19 წლის შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებში 70 მეხანძრე-მაშველია ჩართული
22/06/2020 06:36:42 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არგვისა და მტკვირის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალით, ისე თერმული დრონით.
მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.
სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით არის აღძრული.


