საქართველოში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
22/06/2020 05:29:29 საზოგადოება
საქართველოში COVID-19–ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში ახალი ვირუსის 908 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.
განახლებული მონაცემების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ცენტრები ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა და ჯამში ვირუსისგან განკურნებულ პირთა რაოდენობა 761-ს გაუტოლდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტია გარდაცვლილი.


