Accentnews.ge
დღეს „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს

დღეს „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს

20/06/2020 06:53:10 საზოგადოება

2019 წლის 20-21 ივნისის მოვნელებიდან ერთი წლის თავზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ისევ გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ორგანიზატორი არის მოძრაობა „სირცხვილია“.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც აქციაზე მისვლას აპირებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც პანდემიის პერიოდში აუცილებლად დასაცავია.

  • გაიკეთეთ პირბადე (სასურველია სათვალეც).
  • დაიცავით დისტანცია სპეციალურ სტიკერებზე დგომით.
  • ვიყვიროთ მხოლოდ აუცილებელ დროს და არც ამ დროს მოვიხსნათ პირბადე.
  • აქციის შემდეგ - დაიცავით ჯანმოს რეკომენდაციები, თუ თვითიზოლაციის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ პირბადე ორი კვირის განმავლობაში.
  • მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ

ცნობისთვის: გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S