საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა
20/06/2020 06:43:36 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 898-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


