COVID-19–ით ინფიცირბულთა რაოდენობა გაიზარდა
19/06/2020 13:00:40 საზოგადოება
მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,– იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, კოვოდინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მცხოვრებ დედა-შვილს დაუდასტურდა და ინფორმაციას კლინიკის ექიმი ადასტურებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადავა თუ არა „ძველი საავადმყოფოს“ შენობაში მდებარე პედიატრიული კლინიკა კარანტინში.
ამ დროისათვის ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 741 ადამიანი განიკურნა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.


