ბრიტანეთის ელჩმა შიდა ტურიზმს მხარდაჭერა მურმან ლებანიძის ლექსით გამოუცხადა
19/06/2020 09:51:29 საზოგადოება
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმითმა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად "ტვიტერში" პირად გვერდზე მურმან ლებანიძის ლექსი „რაჭა“ გამოაქვეყნა.

ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმითი საქართველოში 4-წლიან დიპლომატიურ საქმიანობას აგვისტოში დაასრულებს. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ახალ ელჩად დანიშნა მარკ კლეიტონი.


