Accentnews.ge
კვლევა – საქართველოში გამოკითხულთა თითქმის 80% საჭიროდ მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას

კვლევა – საქართველოში გამოკითხულთა თითქმის 80% საჭიროდ მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას

19/06/2020 08:02:53 საზოგადოება

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.

2019 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის თანახმად, ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას საჭიროდ რესპონდენტთა 80% თვლიდა.

კვლევა 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S