Accentnews.ge
ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაცენტების ინფიცირების წყარო ცნობილია

ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაცენტების ინფიცირების წყარო ცნობილია

19/06/2020 07:14:34 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულა, მე-2 კი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია.

“დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2 დაგვემატა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მე-2 კი შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ამ ეტაპზე 21 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში არ ველოდებით, რომ პროგრესიება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. მძიმე პაციენტი არ გვყავს, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S