საქართვლოში COVID–19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 900–ს მიუახლოვდა
19/06/2020 05:34:50 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა ასევე ორით გაიზარდა და ჯამური მონაცემი 741–ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 2855 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
საქართველოში კორონავირუსი ჯამში 14 –მა პაციენტმა ვერ დაამარცხა.


